უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის სექტემბრისთვის გადადების მიზეზი განმარტა

18:39, 30.08.2021

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტეს, თუ რატომ გადაიტანეს ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის 31 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა 1 სექტემბერს.

როგორც უკრაინის პრეზდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განმარტა, შეხვედრის თარიღის გადატანა ავღანეთიდან ევაკუაციის ვადის ამუწურვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება აშშ-ის თხოვნას. 31 აგვისტოს იწურება „თალიბანის“ ულტიმატუმი – ქაბულის აეროპორტიდან უცხოელი მოქალაქეების ევაკუაციის ვადა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა მხარემ გვთხოვა, გადაგვეტანა ჩვენი ვიზიტი ერთი დღით“, – განმარტა ნიკიფოროვმა.

ურაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, კიევის მხარე სრული გაგებით ეკიდება ამერიკული მხარის თხოვნას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ გვესმის, რომ უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკის პრესმდივანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ბაიდენთან შეხვედრის გადადების გამო ზელენსკის ვიზიტის პროგრამა შეიცვალა, თუმცა არანაირი შეხვედრა არ გაუქმებულა.

მსგავსი