უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტებზე დააკავეს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტებზე დააკავეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი ქრთამის აღების ფაქტებზე დააკავეს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დააკავა სვეტლანა კონდზელა, რომელმაც ქრთამის სახით 150 000 დოლარი აიღო.

კონდზელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისში საჯარო ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

კერძოდ, გამოძიების მიხედვით, სევეტლანა კონდზელამ უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე დანიშვნის სანაცვლოდ 150 000 დოლარი მოითხოვა.

მასთან ერთად, დაკავებულები არიან უკრაინის კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც.

აღსანიშნავია, რომ სვეტლანა კონდზელა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის სხვადასხვა დეპარტამენტში 2009 წლიდან მუშაობდა.