უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის ცა დაიკეტა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის ცა დაიკეტა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ოფისის განმარტებით, ისინი მუშაობენ ავიაგადამზიდავებთან, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ავიაკომპანიებს.

შესაბამისი განცხადება ფეისბუქის გვერდზე ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ გააკეთა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია და შესაბამისი რეკომენდაცია არც ევროპის საავიაციო სააგენტოს გაუცია. მანამდე, 12 თებერვალს უკრაინულმა ავიაკომპანიამ „სქაი აფ“ ვერ შეძლო პორტუგალიიდან რეისის დასმა კიევში, რაც „მომატებული რისკების“ გამო სადაზღვეო კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნეს.

მოგვიანებით, „სქაი აფ“-მა 14-16 თებერვლის პერიოდში ბილეთების გაყიდვა შეაჩერა.

უკრაინაში ფრენები ასევე შეაჩერა ნიდერლანდურმა KLM-მ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ სხვა ავიაკომპანიები ფრენებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ.