უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს
მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს, ბევრი საკითხი მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„მოლაპარაკებები ვიდეკონფერენციის რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაო ჯგუფები მუდმივად ფუნქციონირებს. საკითხების დიდი რაოდენობა მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ორშაბათს, 14 მარტს, წინასწარი შედეგების შესაჯამებლად მოლაპარაკება გაიმართება“, – განაცხადა პოდოლიაკმა.