უკრაინის პრეზიდენტის იანუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციას ენერგეტიკის მდივანი უხელმძღვანლებს
უკრაინის პრეზიდენტის იანუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციას ენერგეტიკის მდივანი უხელმძღვანლებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის იანუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციას ენერგეტიკის მდივანი უხელმძღვანლებს, – ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტრის“ გვერდზე უკრიანის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენლემა, კურტ ვოლკერმა გაავრცელა.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივან რიკ პერის გარდა, 20 მიასს კიევში ჩავა, ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სოდლენდი, აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოში ევროპის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ ვინდმანი.

როგორც უკვე ცნობილი,ა ვლადიმირ ზელენსკის იანუგურაციას დაესწრებიან ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს, უნგრეთის პრეზიდენტები, ასევე თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე. ღონისძიებაზე ჩავლენ ბელარუსის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის ვიცე -პრემიერები, კანადის თავდაცვის მინისტრი, პოლონეთი საგარეო საქმეთა მინისტრი და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი.

ვლადიმირ ზელენსკის იაუგურაცია 20 მიასს გაიმართება.

დატოვე კომენტარი