უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო, თითქოს, ზელენსკის თვითმფრინავთან რუსული დრონის შეჯახების საფრთხე არსებობდა

15:28, 10.09.2026
უკრაინული თვითმფრინავი UR-ABA, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკა იმყოფებოდნენ, ოსლოსთან ახლოს, გარდერმუენის აეროპორტში, 2026 წლის 9 სექტემბერს, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის წინა დღეს ჩაფრინდა

უკრაინული თვითმფრინავი UR-ABA, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკა იმყოფებოდნენ, ოსლოსთან ახლოს, გარდერმუენის აეროპორტში, 2026 წლის 9 სექტემბერს, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის წინა დღეს ჩაფრინდა

თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაადგილდებოდა, 8 სექტემბერს ჰაერში იმ დროს არ იმყოფებოდა, როდესაც მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი შევიდა. უკრაინულმა მხარემ თვალი მიადევნა ამ დრონის გადაადგილებას, დაელოდა, სანამ ის რადარებიდან გაქრებოდა და პრეზიდენტ ზელენსკის საჰაერო ხომალდი ოსლოში მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა.

ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს (Suspilne) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ აცნობა.

წყაროს თქმით, იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან ოსლოს მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა. უკრაინულმა მხარემ თვალი ადევნა დრონების გადაადგილებას და დაელოდა, სანამ ისინი რადარებიდან გაქრებოდნენ. იმ მომენტში პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავი ჰაერში ჯერ არ იყო აფრენილი, რასაც AirNavRadar-ზე განთავსებული თვითმფრინავის ფრენის მარშრუტის მონაცემებიც ადასტურებს.

წყაროს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ წამოაყენა წინადადება, უპილოტო აპარატის ჩამოსაგდებად, F-16-ები გამოეყენებინათ, თუმცა საქმე აქამდე არ მივიდა.

16:20 საათზე ერთ-ერთმა დრონმა უკრაინა-მოლდოვის საზღვარი ოდესის ოლქში გადაკვეთა და მოლდოვისკენ გაფრინდა. 16:38 საათზე ის რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაახლოებით 70 კილომეტრის სიღრმეში შეაღწია. 17:04 საათისთვის, ის მოლდოვის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

აღნიშნული დრონი რადარებიდან სოფელ შტურზენის მიდამოებში 17:15 საათზე გაქრა. წყაროს ცნობით, ის, სავარაუდოდ, ჩამოვარდა. მეორე უპილოტო აპარატის გადაადგილება კი არ დაფიქსირებულა. AirNavRadar-ის მონაცემებით, ზელენსკის თვითმფრინავმა მოლდოვის საჰაერო სივრცე 17:30 საათზე დატოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცია და რადარის მონაცემები მიუთითებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავი ამ დრონთან ერთად ჰაერში ერთდროულად არ იმყოფებოდა.

მანამდე, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ
ზელენსკის თვითმფრინავს, მოლდოვიდან ოსლოში გაფრენისას, „ლამის“ დრონმა დაარტყა.

ერთი დღით ადრე, ზელენსკი, პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად, ნორვეგიაში ჩავიდა. 9 სექტემბერს იგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს შეხვდა და მასთან ერთად უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერების საკითხები განიხილა. ზელენსკი ასევე დაესწრო მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას.

სტატიის ავტორი: ანდრეი სტასიუკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine / суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ფრედერიკ რინგნესი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი, 2026 წელი, 02:53 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი