უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რობერტა მეცოლამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ წინ წაწევის საკითხი განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რობერტა მეცოლამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ წინ წაწევის საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებმა ლვოვში უკრაინის მიერ ინიცირებული „მშვიდობის ფორმულა“ განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ წინ წაწევის საკითხი განიხილეს. მათ ასევე ისაუბრეს მომავალ სამშვიდობო სამიტზე წამყვანი მსოფლიო მოთამაშეების ჩართულობის პერსპექტივაზე, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებოდა გლობალურ სამხრეთს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მიისწრაფის ევროკომისიის რეკომენდაციების სწრაფად შესრულებისკენ, რათა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება 2023 წელს დაიწყოს.