უკრაინის პრეზიდენტის ადამინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოგდების ერთ-ერთი მცირერიცხოვანი შანსი წაართვა
აშშ-მა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩამოგდების ერთ-ერთი მცირერიცხოვანი შანსი წაართვა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, სერგეი ბესკრესტნოვმა განაცხადა.
ზელენსკის მრჩევლის თქმით, ფრონტის ხაზის ლოგისტიკისა და შორ მანძილზე მისიების წინაშე არსებული გამოწვევების გარდა, უკრაინაში „სტარლინკის“ ოპერაციების შეზღუდვამ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შექმნა.
„სინამდვილეში, თავიანთი ქმედებებით ჩვენი პარტნიორები გვართმევენ ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან შანსს, რომ ქვეყანა „შაჰედის“ თვითმფრინავებისგან დავიცვათ“, – აღნიშნა სერგეი ბესკრესტნოვმა.
14 ოქტომბერს უკრაინაში განაცხადეს, რომ SpaceX-მა უკრაინაში მოქმედი „სტარლინკის“ ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა დააწესა.