უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს დონბასში ელოდებიან
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს დონბასში ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს დონბასში ელოდებიან. უკრაინის ლიდერის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ზელენსკის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩავა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. კიევის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შესახებ შეთანხმება 4-ჯერ დაარღვიეს. დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იუწყებიან, რომ რუსეთმა მარტის დასაწყისიდან უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი სამხედრო ძალები გააგზავნა.

აშშ-მა, ნატო-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს.