უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად ქვეყანას 326 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა
უკრაინაში რუსეთი აგრესიის შედეგად მიყენებული პირდაპირი ზარალი 326 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ბრიუსელში, ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მსოფლიო ბანკთან ერთად რეგიონული განვითარების სამინისტროს ვერიფიცირებული აქვს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალი 326 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს არის პირდაპირი ზარალი, რომელიც დღეისთვის უკვე დადასტურებულია, ფიზიკური ზიანი“, – განმარტა უკრაინის პრემიერმა.
შმიგალის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან 105 მილიარდი დოლარი მხოლოდ სხვადასხვა ობიექტის აღდგენისთვის არის საჭირო.