უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკანონო ვაქცინაციის შემთხვევების გამოძიების განკარგულება გასცა.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ უკრაინაში საიდუმლოდ შეიტანეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა და რამდენიმე მაღალჩინოსანმა აცრა გაიკეთა.

მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა ჩარტერული რეისით გასულ წელს შეიტანეს, რითაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე დეპუტატი აიცრა. ამავე ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნები ვაქცინის სანაცვლოდ 2,5 ათასს დოლარს იხდიან.

უკრაინამ წლის ბოლოს ჩინური კომპანია „სინოვაკ ბიოტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის 1,9 მილიონი დოზა შეუკვეთა. უკრაინის მთავრობა ვარაუდობს, რომ ვაქცინის 700 ათასს დოზას თებერვალში მიიღებს.