უკრაინის პრემიერ-მინისტრი სუამ-ის ქვეყნების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არ გამორიცხავს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი სუამ-ის ქვეყნების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არ გამორიცხავს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი სუამ-ის ქვეყნების ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან კიევში მოლდოველ კოლეგასთან, იონ კიკუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენს საერთო მიზანს სუამ-ის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გასაძლიერებლად წევრი სახელმწიფოებისთვის თავისუფალი სავაჭრო ზონის პრაქტიკული განხორციელება წარმოადგენს“, – დაწერა მანამდე გონჩარუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, დღეს კიევში სუამ-ის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრების სამიტი იმართება.