უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომლესაც საარჩევნო ბიულეტენები გადაჰქონდა

14:17, 22.07.2019

უკრაინაში, ხერსონის ოლქში მიკროავტობუსი ამოტრიალდა, რომლესაც საარჩევნო ბიულეტენები გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

ავარია ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე მოხდა. სამართალდამცველების ცნობით, მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილთან შეჯახების შედეგად ამოტრიალდა. ინციდენტის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო პოლიციელმა ქალმა.

ბიულეტენები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაჰქონდათ, არ დაზიანებულა.

მსგავსი