უკრაინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ჩერნობილის ზონაში მასშტაბური ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი
უკრაინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ჩერნობილის ზონაში მასშტაბური ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი

უკრაინის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ჩერნობილის ზონაში მასშტაბური ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

დაკავებულია სოფელ რაგოვკას 27 წლის მცხოვრები. სწორედ აღნიშნული დასახლებული პუნქტის მიმდებარედ იყო ხანძრის ერთ-ერთი კერა. ამ დროისთვის რაგოვკასთან ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაკავებულმა მამაკაცმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ნაგავს და ბალახს სამ ადგილას გართობის მიზნით წაუკიდა ცეცხლი. ამის შემდეგ, ქარმა ცეცხლი გაავრცელა და მამაკაცმა ცეცხლის ჩაქრობა ვეღარ შეძლო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჩერნობილის ზონაში ტყის მასივს ცეცხლი 4 აპრილს გაუჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ხელისუფლებამ ავიაცია გამოიყენა.

დატოვე კომენტარი