უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს – უკრაინის საიმედო მეგობარს და სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებას.
ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო – ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ“, – წერს რაზუმკოვი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
Congratulations to #Georgia 🇬🇪 – reliable friend and strategic partner of Ukraine on its Independence Day! Wishing prosperity and success! Our countries share much in common – #European and #Euro–#Atlantic aspirations. Sure we will achieve this together! 🇺🇦🤝🇬🇪
— Dmytro Razumkov (@DRazumkov) May 26, 2021