უკრაინის ომბუდსმენმა პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა [ვიდეო]
უკრაინის ომბუდსმენმა ლიუდმილა დენისოვამ უკრაინული ტელეკომპანია ICTV-ის სტუდიაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა. მას ადგომაში პოროშენკო და ტელესტუდიაში მყოფი სხვა სტუმრები დაეხმარნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ის სტუდიიდან გააცილა, წამყვანმა კი აღნიშნა, რომ ომბუდსმენს ექიმები კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ. მოგვიანებით, ეთერში დაბრუნებისას პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ ლუდმილა დენისოვა რუსეთის მეირ დაკავებული უკრაინელი მესაზღვრეების გასათავისუფლებლად უკიდურესად დაძაბულ რეჟიმში მუშაობს.
„წარმოიდგინეთ, რამდენად დაძაბულად მუშაობს ომბუდსმენი. ლუდმილა დენისოვა ყოველდღიურად 20 საათს მუშაობს, რათა უკრაინელი მესაზღვრეები გაათავისუფლოს. ახორციელებს საერთაშორისო მხარდაჭერის, რუსეთის ომბუდსმენის მობილიზებას, ახორციელებს ადვოკატების კოორდინაციას“, – აღნიშნა პოროშენკომ.
ლუდმილა დენისოვა სტუდიაში გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე წუთში დაბრუნდა.