უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გაიყვანეს
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში იძულებით გაიყვანეს

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, ომის დაწყებიდან 400 ათასზე მეტი უკრაინელი რუსეთში ძალდატანებით გაიყვანეს.

აღნიშნულის შესახებ ლიუდმილა დენისოვამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები ჩვენი ტერიტორიიდან საკუთარ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ისინი თავისი ნებით არ წასულან, იძულებით გაიყვანეს ჯერ დონეცკის ოლქში ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ავტობუსებით, შემდეგ მატარებლით მიჰყავთ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, კერძოდ, დეპრესიულ რეგიონებში, როგორიცაა სახალინი“, – განაცხადა დენისოვამ.

ომბუდსმენის თქმით, ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში არ შექმნილა არც ერთი ქმედუნარიანი ჰუმანიტარული დერეფანი. მან ასევე რუსეთი დაადანაშაულა უკრაინული სამხედრო ფორმების ქურდობაში და განაცხადა, რომ რუსი სამხედროები ფორმებს იყენებენ დანაშაულის ჩასადენად. ამასთან, ომბუდსმენმა ქალაქ მარიუპოლში რუსეთის ქმედებებს გენოციდური უწოდა.

„ვითარება მარიუპოლში რთულია და არ იცვლება. შენობების უმეტესობა დაინგრა ბომბებისა და დაბომბვის შედეგად. დაიღუპა 20 000-ზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა დენისოვამ.