უკრაინის ოფიციალური უწყებები რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
უკრაინის ანტისაჰაერო ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
„მიმდინარე დღეების განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაკარგეს სულ მცირე 11 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი, სამი „სუ-30“ ტიპის გამანადგურებელი, ორი „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი და კიდევ ერთი „ილ-76“ ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ოკუპანტების დესანტთან ერთად“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. ასევე, პრესსამსახურის ინფორმაციით, „ბაირაქტარის“ ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურეს საწვავით დატვირთული სარკინიგზო ეშელონები.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, 2 500-მდე დაჭრეს, 3 500-მდე კი, ტყვედ აიყვანეს.