უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - საქართველო კარგად თამაშობს, რთული შეხვედრები გველის #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი - საქართველო კარგად თამაშობს, რთული შეხვედრები გველის #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების და კიევის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, არტიომ მილევსკიმ Ukrfootball-თან ინტერვიუში ერთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა, თავისი ქვეყნის ნაკრების შანსებზე ისაუბრა და კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა.

„უკრაინის ეროვნული ნაკრების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთული ჯგუფი იქნება. საქართველო და კვარაცხელია ბოლო დროს კარგად თამაშობენ, რაზეც თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან გამარჯვება მეტყველებს. ქართველების ახალგაზრდა თაობას დიდი პოტენციალი აქვს. ისიც სათქმელია, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით მაყურებლის თანდასწრებით თამაში რთული იქნება.

ჩრდილოეთ ირლანდიაში ქარი ჩვეულებრივ საათში 100 კილომეტრით უბერავს. მათი გუნდიც არ არის საჩუქარი, ამიტომ ადვილი თამაშები არ გვექნება, განსაკუთრებით სტუმრად.

სობოსლაი და მისი უნგრეთიც საშინაო თამაშებს სავსე ტრიბუნებით თამაშობენ. მათ შეუძლიათ სახიფათო თამაში გასვლაზეც. მაგალითად, პორტუგალიასთან სტუმრად ფრედ ითამაშეს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდი ერთ დონეზეა. უკრაინამ შეიძლება პირველი ან ბოლო ადგილი დაიკავოს“, – ამბობს არტიომ მილევსკი.