უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შედეგად, 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის
უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმის შედეგად, 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის

რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის გარეშე, შედეგები შესაძლოა, ბევრად რთული ყოფილიყო.

დენის შმიგალის განცხადებით, კიევის რეგიონში, ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხარკოვის ოლქში ადგილობრივი საავარიო გამორთვები გრძელდება.

პარალელურად, განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის იარაღით უკრაინის წინასწარ განსაზღვრულ ყველა სამხედრო მართვის და ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს.