უკრაინის მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარე დმიტრი რაზუმკოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა
უკრაინის მმართველმა პარტიამ პარლამენტის სპიკერ დმიტრი რაზუმკოვს უფლებამოსილება შეუწყვიტა.
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ წევრებმა შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს დაუჭირეს მხარი.
დმიტრი რაზუმკოვს ორი დღით შეუწყდება უფლებამოსილება, ხოლო 7 ოქტომბერს დეპუტატები მისი გადაყენების საკითხს უყრიან კენჭს.
დმიტრი რაზუმკოვი უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც სპიკერი, ის იმ კანონის სწრაფად მიღების წინააღმდეგი იყო, რომელიც „პოლიტიკაში ოლიგარქების გავლენის შემცირებას“ ისახავს მიზნად. ეს კანონი უკრაინის პარლამენტმა სექტემბერში მიიღო.
ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული კანონი, რომელიც ზელენსკის მიერ იყო ინიცირებული, პრეზიდენტის უფლებამისლებას ზრდის და კორუფციის საფრთხეს აჩენს.
დმიტრი რაზუმკოვს სურდა, რომ კანონის მიღებამდე ის ვენეციის კომისიაში გადაეგზავნათ. ამის გამო, მმართველი პარტიის ლიდერმა ალექსანდრ კორნიენკომ, რადას სპიკერს საპარლამენტო დღის წესრიგის უკანონო ბლოკირებაში დასდო ბრალი, რასაც რაზუმკოვი უარყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო უკრაინის ოპოზიციამ მათვრობა დემოკრატიის განადგურებაში დაადანაშულა.