უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ხუთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ხუთი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც უკრაინული მედია წერს, თანამდებობა დაატოვებინეს რეზნიკოვის ხუთ მოადგილეს.

ცნობისთვის, უკრაინის რადამ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი. რეზნიკოვის გათავისუფლების ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოვიდა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში თავდაცვის მინისტრი პირველად შეცვალეს. რეზნიკოვის ადგილზე რუსტემ უმეროვი დაინიშნა.