უკრაინის მიერ ქალაქ ვორონეჟზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

13:47, 26.10.2026

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ქალაქ ვორონეჟზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.

დაშავებულებს შორის ანაპა-მოსკოვის მატარებლის ხუთი მგზავრია. თავდასხმის დროს მატარებელი სომოვოს სადგურზე იმყოფებოდა და ერთ-ერთი ვაგონი დაზიანდა.

ვორონეჟში ხანძარი რამდენიმე ობიექტზე გავრცელდა, მათ შორის ბიზნესცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში, ორ საზაფხულო კოტეჯსა და სამრეწველო ობიექტებში.

რუსული მედიის თანახმად, საერთო ჯამში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით და დღეს დილით რეგიონის თავზე 113 დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან 70 პირდაპირ ადმინისტრაციული ცენტრის თავზე იყო.

მსგავსი