უკრაინის მეორე ნომერი დოპინგზე ჩავარდა

20:13, 11.01.2021

უკრაინელმა ჩოგბურთელმა დაიანა იასტრემსკაიამ დოპინგზე დადებითი ტესტი ჩააბარა. 20 წლის მოთამაშის სინჯში, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის 24 ნოემბერს აიღეს, აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატი – მესტეროლონი.

იასტრემსკაიას უკვე წაუყენეს ბრალი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დროებით ჩამოაშორა უკრაინელი ტურნირებს.

დაიანა იასტრემსკაია უკრაინის მეორე ნომერია და 29-ე ადგილზეა ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში. მის ანგარიშზეა სამი ტიტული პროფესიულ ტურში.

სეზონებს შორის პაუზის დროს, იასტრემსკაიამ კორონავირუსი გადაიტანა, როცა დუბაიში საწვრთნელ შეკრებაზე ჩავიდა.

მსგავსი