უკრაინის მართლმსაჯულების საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა მოსამართლე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა
უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა კიევის პეჩორსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლარისა ცოკოლი, რომელმაც 2017 წლის დეკემბერში მიხეილ სააკაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე უარი თქვა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მოსამართლის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, საბჭო არ აკონკრეტებს, რატომ განიხილა მოსამართლე ლარისა ცოკოლის საკითხი და რა გახდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივი.
2017 წლის 11 დეკემბერს ლარისა ცოკოლმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვდა.