უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ერთი ტრილიონი დოლარია
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ერთი ტრილიონი დოლარია

უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის სამხედრო აგრესიისგან ქვეყანას ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი ექნება. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განაცხადებით, ერთთვიანი საომარი მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მცირე 35 პროცენტით შემცირდა.

შმიგალის თქმით, საბრძოლო მოქმედებები უკრაინის 10 ოლქში მიმდინარეობს, სადაც განთავსებულია საწარმოები, რომლებიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენენ.

შმიგალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ეკონომიკის შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებს ბიზნესი და რა მოხდება საექსპორტო მრეწველობაში, სადაც ხდება საზღვაო მიწოდებიდან სარკინიგზო მიწოდებაზე გადასვლა აღმოსავლეთ ევროპის გავლით.