უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ახალი პარტია მიიღო
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალებმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ახალი პარტია მიიღო

უკრაინის საჰაერო ძალებმა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ახალი პარტია მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ონლაინ ბრიფინგის დროს განაცხადა.

„დამატებითი „ეფ-16“-ები ჩამოფრინდა უკრაინაში. რუსები ტყუიან, თითქოს რაღაც ჩამოაგდეს. არაფერი ჩამოუგდიათ. კარგი ამბავი კი ისაა, რომ „ეფ-16“-ის რამდენიმე თვითმფრინავი ჩამოფრინდა უკრაინაში“, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია მღებული ავიაგამანადგურებლების ზუტი რაოდენობა.

მანამდე რუსულ ტელეგრამარხებში გავრცელდა ცნობები სუმის ოლქის თავზე „ეფ-16“-ის ჩამოგდების შესახებ, რასაც უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა ტყუილი უწოდა.

უკრაინამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიგამანადგურებლების პირველი პარტია ნიდერლანდებისგან 2024 წლის ოქტომბერში მიიღო. 2025 წლის თებერვალში ცნობილი გახდა კიევისთვის თვითმფრინავების მორიგი პარტიის მიწოდების შესახებ.