უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მელიტოპოლის მერი გათავისუფლებულია. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, ოკუპანტების მიერ გატაცებული ივან ფედოროვი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს და ის უსაფრთხოდ არის.

მისივე თქმით, მოგვიანებით ფედოროვს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით დაუკავშირდა და გათავისუფლება მიულოცა.

კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, მელიტოპოლის მერი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქი მელიტოპოლი 26 თებერვლიდან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქალაქის მერი ივან ფედოროვი გაიტაცეს. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ფედოროვი რუსების მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფება და „ტერორიზმის“ მუხლით ასამართლებდნენ.