უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი სეპარატისტები ტყვეებს გაცვლიან
უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი სეპარატისტები ტყვეებს გაცვლიან

უკრაინის ხელისუფლება და პრორუსი სეპარატისტები ტყვეებს გაცვლიან. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუგანსკის სეპარატისტებმა დაკავებული პირები ტყვეების გაცვლის ადგილას უკვე მიიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, ტყვეების გაცვლა საკონტროლო გამშვებ პუნქტ, „მაიორსკოესთან“ მოხდება. ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით მხარეებს შორის საბოლოო სია 28 დეკემბერს შეთანხმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაცვლის ზუსტი ფორმულა უშუალოდ პროცესის დაწყების შემდეგ გახდება ცნობილი.

დონეცკის რეგიონის სეპარატისტები აცხადებენ, რომ 55 ადამიანს გაათავისუფლებენ, უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი მათ 87 ადამიანი უნდა გადასცეს.