უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო – სუნთქვა რთულია არა პირბადით, არამედ ფილტვების ანთებით

11:01, 05.05.2020

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს 11 მაისიდან კარანტინის შემსუბუქების შემდეგ პირბადეების ტარებისკენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას უწყება სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ავრცელებს.

„უკვე 11 მაისიდან ჩვენ თანდათან დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. ბევრი უკვე ფიქრობს, რომ საფრთხემ ჩაიარა და იწყებს ხელის ჩამორთმევას, ჩახუტებას, პირადი ჰიგიენის წესების უგულებელყოფას. პანდემიის დროს იღბლის იმედად ყოფნა საუკეთესო ვარიანტი არ არის. ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. ყოველ ჯერზე, როდესაც სხვებთან კონტაქტისას პირბადეს მოიხსნით, გახსოვდეთ: სუნთქვა რთულია არა პირბადით, არამედ ფილტვების ანთებით“, – ნათქვამია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობამ უკრაინაში კარანტინი 11 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 11 მაისიდან ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.

უკრაინაში კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი 12 მარტს გამოცხადდა.

მსგავსი