უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი​ - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას პირველი ივლისიდან ვგეგმავთ
უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრი​ - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას პირველი ივლისიდან ვგეგმავთ

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას პირველი ივლისიდან განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან გამართული ონლაინშეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

„პირველი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, – წერს ვლადისლავ კრიკლი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ონლაინშეხვედრა ორი დღის წინ გამართა.

შეხვედრაზე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გარდა, ეკონომიკის სხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის ორმხივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.