უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პოლონეთში, რკინიგზის სადგურზე დააზიანეს მატარებელი, რომლითაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადაჰქონდათ
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პოლონეთში, რკინიგზის სადგურზე დააზიანეს მატარებელი, რომლითაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადაჰქონდათ

პოლონეთში, დოროგუსკის რკინიგზის სადგურზე დააზიანეს მატარებელი, რომლითაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტები გადაჰქონდათ, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კურბაკოვის განცხადებით, სატვირთო ვაგონები უცნობმა თავდამსხმელებმა დაახლოებით დილის 9:00 საათზე დააზიანეს.

კურბაკოვმა პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა.

„უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სისტემური განადგურება დაგეგმილ დივერსიას ჰგავს. ჩვენი ქვეყანა იცავს თავს და გადარჩება, მათ შორის, ფერმერების წყალობით. ასე რომ, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მას ნამდვილად არ აინტერესებს უკრაინული სამყარო და ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება“, – აღნიშნა კურბაკოვმა.

მანამდე პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან ხორბლის ნაწილი გადმოყარეს.