უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის 20-დან 30 პროცენტამდეა განადგურებული
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ქვეყანაში ინფრასტრუქტურის 20-დან 30 პროცენტამდეა განადგურებული

რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად უკრაინაში ინფრასტრუქტურის 20-დან 30 პროცენტამდეა განადგურებული. ამის შესახებ ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კურბაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი თვის განმავლობაში დაზიანებულია გზები, ხიდები, პორტები, რკინიგზა და აეროპორტები. კურბაკოვის შეფასებით, ზარალის ოდენობა 100 მილიარდ დოლარს აღემარება.

„საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების (სკოლების, საავადმყოფოების…) და ინფრასტრუქტურის დანგრევის შედეგად უკრაინის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის საერთო თანხამ 105,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მათ შორის 40 მილიარდი დოლარი ტრანსპორტის განადგურების გამო.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით ნგრევის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქებია მარიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი.

„320 ათასი ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ჩვენ ველოდებით, რომ მათი რაოდენობა უფრო მეტი იქნება. მაგალითად, მარიუპოლში ყველაფერი დანგრეულია. ომის შედეგად სულ დაზიანებული, დანგრეული ან დაპყრობილია საცხოვრებელი ფართის 44 მილიონი კვადრატული მეტრი“, – აღნიშნა მინისტრმა ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი