უკრაინის გენშტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე დივერსიული აქტები განახორციელონ

11:05, 10.05.2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინის ქიმიურ ობიექტებზე დივერსიული აქტები განახორციელონ.

ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის წარმომადგენელმა პავლო კოვალჩუკმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.

„არ არის გამორიცხული, უკრაინის ქიმიური მრეწველობის ობიექტებზე დივერსიული აქტების განხორციელების შესაძლებლობა ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი დადანაშაულებით“, – განაცხადეს უკრაინის გენშტაბში.

ამასთან, უკრაინის შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ძალები შეტევით ქმედებებს ახორციელებენ უკრაინის სახელმწიფოს აღმოსავლეთ ნაწილში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და ოკუპირებულ ყირიმსა და აღნიშნულ ტერიტორიებს შორის სახმელეთო დერეფანზე სრული კონტროლის დასამყარებლად, რუსეთის ავიაციის ძირითადი ძალისხმევა კი მიმართულია სლაბოჟანის, დონეცკის მიმართულებებზე და „აზოვსტალის“ ქარხნის რაიონში.

მსგავსი