უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსმა შესაძლოა, 15 000-მდე სამხედრო უკრაინაში შეჭრისთვის გამოყოს
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ბელარუსმა შესაძლოა, 15 000-მდე სამხედრო უკრაინაში შეჭრისთვის გამოყოს.
მათივე თქმით, გამორიცხული არ არის საზღვარზე ვითარების გამწვავება.
„ბელარუსი სამხედროების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალია და უმეტესობას უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურს. თუმცა არსებობს 10-15 ათასამდე ადამიანი, რომლებიც შესაძლოა, ჩაერთონ უკრაინის წინააღმდეგ ომში“, – განაცხადა უკრაინის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, ალექსეი გრომოვმა.
ამასთან, გრომოვის თქმით, 23-დან 28 ნოემბრის პერიოდში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შესაძლებელია ვითარების გამწვავება, რომლისთვისაც რუსეთი სამხედროებს ამზადებს.