უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 44 700 რუსი სამხედრო მოსამსახურეა ლიკვიდირებული
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 44 700 რუსი სამხედრო მოსამსახურეა ლიკვიდირებული

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინის არმიამ 44 700 რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელა, მათ შორის 400 გასული დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა.

გენშტაბის მონაცემებით, განადგურებულია 1 899 რუსული ტანკი, 4 195 ჯავშანტექნიკა, 1 016 საარტილერიო სისტემა, 234 ვერტმფრენი, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 141 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 130 ავტომობილებისა და საწვავის ავზი, 795 უპილოტო საფრენი აპარატი, 94 ერთეული სპეცტექნიკა, 190 ფრთოსანი რაკეტა.

გენშტაბის მონაცემებით, რუსულ არმიას განსაკუთრებით დიდი დანაკარგი აქვს დონეცკის მიმართულებით.