უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს უკრაინაში საბრძოლო მასალებისა და სურსათის სამი დღის მარაგი დარჩათ
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს უკრაინაში საბრძოლო მასალებისა და სურსათის სამი დღის მარაგი დარჩათ

რუსეთის ძალები უკრაინაში სამი დღის საბრძოლო მასალებისა და სურსათის მარაგებს ფლობენ; ანალოგიური მდგომარეობაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსებასაც საოკუპაციო ძალები საავტომობილო ავზებით გადაზიდვით ახორციელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება. განადგურებულია 14 ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა. მარიუპოლის დამცველებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის საპატრულო კატარღა.

ამასთან, უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამეში მტრის ავიაცია უფრო აქტიურად მოქმედებდა. უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მტრის ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა დაახლოებით 300 ადამიანი შეადგინა.