უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების 14 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია რუსი სამხედროების კუთვნილი 29 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, რვა ტანკი და ექვსი ავტომობილი.

ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს 50 დასახლებულ პუნქტს დონეცკსა და ლუგანსკის რაიონებში, დაზიანებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათგან 31 სახლი. მხოლოდ დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი დაიჭრა. რთული მდგომაროება სევერდონეცკში, სადაც რუსეთის დაბომბვის შედეგად გუშინ 12 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონებში, სადაც რუსეთის ჯარი ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას და ზოგჯერ კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში შეძლეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავის განადგურება. შავ ზღვაში რჩებიან რუსული გემები რის გამოც, უკრაინის სამხრეთით კვლავ ინტენსიური სარაკეტო დარტყმების სამიზნედ რჩება. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინული ქალაქების დაბომბვას და აძლიერებს ზეწოლას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზე.