უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა „აზოვსტალზე“ შტურმის მცდელობები შეწყვიტა, ხარკოვისკენ კი, ახალი იერიშები აღარ წამოუწყია
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა „აზოვსტალზე“ შტურმის მცდელობები შეწყვიტა, ხარკოვისკენ კი, ახალი იერიშები აღარ წამოუწყია

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებაზეა მიმართული.

მათივე ცნობით, ოკუპანტები ასევე ცდილობენ იერიშს ლიმანის დასახლებისკენ. რაც შეეხება ბახმუტის მხარეს, უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგე იერიშისთვის ემზადება და საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი სვეტლოდარსკისა და ტროიცკოეს დასახლებებისკენ.

გენშტაბის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის მტერმა „აზოვსტალზე“ შტურმის მცდელობები შეწყვიტა, ხარკოვისკენ კი, ახალი იერიშები აღარ წამოუწყია.