უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში ოთხი საავიაციო და 15 სარაკეტო იერიში განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინაში ოთხი საავიაციო და 15 სარაკეტო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი სამხედროების დაბომბვის სამიზნე ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა.
პარალელურად, სამოქალაქო ობიექტებისა და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. რუსეთის ჯარებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. შედეგად, ათამდე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა.
პარალელურად, უკრაინულმა ავიაციამ რუსული ჯარების კონცენტრირების ადგილებზე ექვსი დარტყმა განახორციელა. უკრაინის სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ ასევე დაარტყეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ერთი ზონას.