უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ლუგანსკის რაიონში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უტევს. მათი იერიში სამხრეთ-დასავლეთიდან უკრაინელებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ ომის 121-ე დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსმა ჯარისკაცებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ვოვჩეიაროვკას და ბელაა გორის სიახლოვეს, სადაც ბრძოლა გრძელდება. ეს ორი დასახლება ქალაქი ლისიჩანსკის სამხრეთ ნაწილიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს.

რუსული მედიის ცნობით, ქალაქ ლისიჩანსკში უკვე შევიდნენ რუსული ძალები და ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, „რუსები შეტევას აგრძელებდნენ ბოროვსკოეს რაიონში, თუმცა უკრაინელებმა ისინი შეაჩერეს“. ბოროვსკოე ქალაქ სევეროდონეცკის სიახლოვეს მდებარეობს.

უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ რუსებმა საარტილერიო დარტყმები მიიტანეს ბერესტოვოსა და სპორნოეს რაიონებში. ერთ-ერთი დასახლება ქალაქ ბახმუტის და ლისიჩანსკის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარეობს. მეორე კი გზის მეორე მხარეს.

სლავიანსკსა და ლიმანზე შეტევის შესახებ უკრაინის გენშტაბს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსები ამ მიმართულებით კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინულ პოზიციებს.

საარტილერიო იერიშები გრძელდება ხარკოვშიც.