უკრაინის გენშტაბი - უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს
უკრაინის გენშტაბი - უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს

უკრაინა ბახმუტის მიმართულებით წარმატებას აღწევს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა, რომ ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით დამცველები აგრძელებენ მტერზე ზეწოლას და გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

„მათ აქვთ ნაწილობრივი წარმატება. მტერი უწევს სასტიკ წინააღმდეგობას და განიცდის უზარმაზარ ზარალს. ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა კოვალევმა.

ამავდროულად, განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსული საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანსკის, ავდეევსკისა და მარინსკის მიმართულებით.