უკრაინის გენშტაბი - რუსულმა ძალებმა ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს
უკრაინის გენშტაბი - რუსულმა ძალებმა ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ორიხივს ერთ დღეში 324 ჭურვი ესროლეს. აღნიშნული ქალაქი ზაპოროჟიეს ოლქში მდებარეობს. გენშტაბის ცნობით, თავდასხმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

როგორც გენშტაბში განმარტავენ, მოწინააღმდეგე შეტევების განხორციელებას ცდილობს ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებით, თუმცა თავდასხმების მოგერიება შეძლეს.

თავდასხმები განხორციელდა დნეტროპეტროვსკზეც. გენშტაბის განცხადებით, რუსები განაგრძობენ ფრთოსანი რაკეტების, ისევე როგორც დრონებისა და სარაკეტო სისტემების გამოყენებას.

გენშტაბის ცნობით, საერთო ჯამში, უკრაინულმა ძალებმა დღის განმავლობაში, ათ8ი ირანული დრონი ჩამოაგდეს და 27 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.