უკრაინის გენშტაბი - რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდასხმის განხორციელებაზე ბახმუტის მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით
უკრაინის გენშტაბი - რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდასხმის განხორციელებაზე ბახმუტის მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით

რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდასხმის განხორციელებაზე ბახმუტის მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით. ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის რეჟიმზე იმყოფებიან კუპიანსკის, ნოვოპავლოვსკისა და ხერსონის მიმართულებით.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს სუმისა და ხარკოვის რეგიონების დასახლებული პუნქტები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის ხუთი საკონცენტრაციო ზონა და საბრძოლო მასალის ორი საცავი დაბომბეს.