უკრაინის გენშტაბი - გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 20 საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
უკრაინის გენშტაბი - გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 20 საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან 346-ე დღეა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერი შეტევას ოთხი მიმართულებით ახორციელებს – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკის და დიდ დანაკარგს განიცდის. ამის შესახებ ნათქვამია გენშტაბის ყოველდღიურ შეჯამებაში.

გენშტაბის დღევანდელ შეჯამებაში ნათქვამია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 20 საავიაციო და სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, კერძოდ, ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში; ასევე 90-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რაქტიული სისტემებიდან.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების ძალების კონცენტრაციის 10 რაიონზე მიიტანეს იერიში, გაანადგურეს მოწინააღმდეგის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.