უკრაინის გენშტაბი - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროების ხუთი თავდასხმა მოიგერიეს
უკრაინის გენშტაბი - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროების ხუთი თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსი სამხედროების ხუთი თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია რუსი სამხედროების ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ბოლო ერთ დღეში რუსეთის არმიის ოთხი სამხედრო თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.