უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს იმ რეგიონებში, რომელშიც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს
უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს იმ რეგიონებში, რომელშიც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს

უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს იმ რეგიონებში, რომლებშიც ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს, – ამის შესახებ გენერალური შტაბის სპიკერმა, ანდრეი კოვალევმა განაცხადა.

სპიკერის ცნობით, უკრაინამ რუსეთთან ბრძოლაში „ნაწილობრივ წარმატებებს“ სამხრეთის ფრონტის ხაზზე მიაღწია.

„უკრაინული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპირებული ქალაქების, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მათ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რამდენიმე ქალაქში და აძლიერებენ პოზიციებს“, – განაცხადა კოვალევმა.

კოვალევის თქმით, „განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები“ მიმდინარეობას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის რეგიონში. მანამდე უკრაინამ განაცხადა, რომ ოკუპირებულ სამხრეთში ორი კვირის განმავლობაში, კონტრშეტევითი ოპერაციების დროს რვა სოფელი დაიბრუნა, მაგრამ კრემლი თავდასხმების გაძლიერებით ცდილობს აღმოსავლეთში ინიციატივის აღდგენას.