უკრაინის გენერალური შტაბი - უკრაინამ რუსეთში ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
უკრაინამ რუსეთში ორენბურგის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალურ შტაბში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა გაზის გადამუშავებისა და გამწმენდი ერთ-ერთი ბლოკი.
ამასთან, უკრაინამ იერიში მიიტანა სამარის რეგიონში, ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების ბლოკები.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მსოფლიოში ამ ტიპის უდიდესი ობიექტია, იძულებული გახდა, შეეჩერებინა გაზის მიღება ყაზახეთიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომმა“ ოფიციალურად აცნობა საგანგებო სიტუაციის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არ გაუზიარებია დეტალური ინფორმაცია ზიანის მასშტაბის ან სრული მუშაობის აღდგენის ვადების თაობაზე.