უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას დღესვე წარუდგენს. მიზეზად იური ლუცენკო ეკატერინა განდზიუკის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შექმნილ რეზონანსულ მდგომარეობას ასახელებს.
„ძალაუფლებას არავინ ეჭიდება, რათა არავის ჰქონდეს ამის ეჭვი. გადადგომის შესახებ განცხადებას პრეზიდენტს დღეს წარვუდგენ. თქვენ პარლამენტში უნდა განიხილოთ ეს საკითხი“,- განაცხადა იური ლუცენკომ უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისას.
ხერსონის საქალაქო საბჭოს საქმეთა მმართველის მოვალეობის შემსრულებელსა და აქტივისტზე, ეკატერინა განდზიუკზე თავდასხმა მიმდინარე წლის 31 ივლის მოხდა. ბოროტმოქმედმა მას სახეში მჟავა შეასხა. მიყენებული დამწვრობით ეკატერინა განდზიუკი ჯერ ხერსონის, მოგვიანებით კი კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ის ოთხ ნოემბერს გარდაიცვალა.