უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსეთის საომარი მოქმედებების 286-ე დღეს ავრცელებს.

გენერალურ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია.

ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა 2 719 სასწავლო დაწესებულება, აქედან 332 მთლიანად დანგრეულია.

გაერო-ს მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 702 მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, მათგან 424 ბავშვია. გაერო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს არის მხოლოდ აღრიცხულ და დადასტურებულ მსხვერპლთა რაოდენობა.